logo
ENG



უკრაინა, ევროკავშირი და NATO ბრიუსელში 21 თებერვალს პირველ სამმხრივ შეხვედრას გამართავენ

17 თებ 202318:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/17/xwbxtpij4l17tg8.jpg

უკრაინა, ევროკავშირი და NATO ბრიუსელში 21 თებერვალს პირველ სამმხრივ შეხვედრას გამართავენ. უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება იქნება, NATO-ს წარმომადგენელი იქნება გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ხოლო ევროკავშირის - ჟოზეფ ბორელი.

როგორც დმიტრო კულებამ განაცხადა, ეს უკრაინას, ევროკავშირსა და NATO-ს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა იქნება.

"მოუთმენლად ველი იენს სტოლტენბერგთან და ჯოზეფ ბორელთან შეხვედრას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა უკრაინისა და ევროპის დასაცავად", - დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის Twitter-ზე.

გარდა ამისა, 20 თებერვალს კულებას შეხვედრა იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.


close დახურვა