უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი გაიმართა. ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია ხალხის მსახურის ლიდერმა და მოლაპარაკებებში უკრაინული მხარის წარმომადგენელმა, დავით არახამიამ განაცხადა.
არახამიას თქმით, ოფიციალური დელეგაციების შეხვედრა საათ-ნახევრის განმავლობაში, ონლაინ რეჟიმში გაგრძელდა. მან მოლაპარაკებების შესახებ დამატებითი დეტალები არ გაასაჯაროვა.
"შეხვედრა ონლაინ უკვე შედგა. 10:30-დან 12:00 საათამდე იყო ოფიციალური შეხვედრა, შემდეგ გაგრძელდა სამუშაო ჯგუფების მუშაობა. დღეს მთელი დღე ვმუშაობთ", - ამბობს არახამია.