უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღმოაჩინეს საიდუმლო საწყობი, რომელშიც 200 მილიონი დოლარის საბრძოლო მასალები ინახებოდა.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაპოვნი აღჭურვილობა განკუთვნილი იყო დაზიანებული რუსული ტექნიკისთვის.
მათივე ცნობით, საბრძოლო მასალები უკვე გადაეცა უკრაინულ ჯარებს.
საწყობში აღმოჩენილია 60 სატანკო ძრავა, დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები და 26 ჰაერი-ჰაერი ტიპის რაკეტა.
უწყების ინფორმაციით, შენობაში აღმოჩენილი აღჭურვილობა მოპარული იყო სამხედრო არსენალიდან, საწყობის მფლობელები კი რუსეთის საოკუპაციო ძალებთან თანამშრომლობას და მასალების გადაცემას აპირებდნენ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ დამნაშავეების ვინაობა დადგენილია და მათ დასაკავებლად შესაბამისი ნაბიჯები იდგმება.