logo
ENG



უკრაინა: გუშინ ღამით, რუსებმა კრამატორსკსა და ბახმუტზე საჰაერო თავდასხმები განახორციელეს

13 ივლ 202214:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/13/76ydank5pm9pc2o.jpg

უკრაინელი სამხედროების განცხადებით, გუშინ ღამით რუსულმა ძალებმა დონეცკის რეგიონში, კრამატორსკსა და ბახმუტზე საჰაერო თავდასხმები განახორციელეს.

"კრამატორსკის მიმართულებით მტერმა აქტიური ოპერაციები არ ჩაატარა, მაგრამ არტილერიის გამოყენებით ტეტიანივკას, მიკოლაივკას, კრივა ლუკას, სივერსკის, სერებრიანკას და სპირნეს დასახლებები დაბომბა," - განაცხადეს უკრაინის გენერალურ შტაბში.

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, საცხოვრებელი კორპუსები და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა დაზიანდა. წინასწარი ინფორმაციით, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ძირითადმა საბრძოლო მოქმედებებმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლა.


close დახურვა