logo
ENG



უკრაინა: დასავლეთის სანქციების ფონზე რუსეთი მასობრივი უმუშევრობის საშიშროების წინ დგას

12 მარ 202201:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/12/4n0dz70y40qf2n1.jpg
Центр протидії дезінформації

უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი მასობრივი უმუშევრობის საშიშროების წინ დგას. სამსახურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად რუსეთში დაახლოებით 100 000 სამუშაო ადგილი უკვე გაუქმდა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დაქვემდებარებული სამსახური ასევე ავრცელებს რამდენიმე მსხვილ უცხოურ კომპანიაში დასაქმებული რუსეთის მოქალაქეების რიცხვს.

  • McDonald's -ში დასაქმებული იყო 62 000 რუსი;
  • PepsiCo-ში - 20 000
  • IKEA-ში - 15 000
  • Inditex-ში - 9 000
  • KPMG-ში - 4 500;
  • PWC-ში – 3 700;
  • H&M-ში – 3 500;
  • LVMH-ში – 3 500;
  • L'Oreal-ში – 2 200;
  • Starbucks-ში – 2 000.

დეზინფორმაციასთან ბრძოლის სამსახური აცხადებს, რომ საერთო ჯამში, 11 მარტის მონაცემებით ქვეყნის დატოვებისა და ტრანზაქციების ნაწილობრივი ან დროებითი გაუქმების შესახებ 330-მა კომპანიამ განაცხადა.

მათი ცნობით, რუსეთის ბაზრიდან 10 ყველაზე დიდი დასავლური კომპანიის გასვლის შემდეგ მინიმუმ 120 000 რუსი დაკარგავს სამსახურს. მათი გამოთვლებით წლის ბოლოს სამსახურის გარეშე რუსეთის დაახლოებით 9 მილიონი მოქალაქე დარჩება.

„მათი უმეტესობისთვის გადარჩენისთვის ბრძოლის ხანა იწყება. ახლა მათ ექნებათ დრო იმაზე ფიქრისთვის თუ რატომ ხდება ომი და ვინ დაიწყო ის“ - წერია დეზინფორმაციასთან ბრძოლის სამსახურის განცხადებაში.


close დახურვა