logo
ENG



უკრაინა: ლუჰანსკის ოლქში რუსები დეზერტირების დასაკავებლად დამატებით საგუშაგოებს აწყობენ

20 ნოე 202218:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/20/ljq5ejjwhlyo2wu.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ლუჰანსკის ოლქში რუსები დეზერტირების დასაკავებლად დამატებით საგუშაგოებს აწყობენ.

"მობილიზებული პირები, რომლებიც ოკუპანტებს ხერსონის რეგიონიდან ლუჰანსკის ოლქში გადაჰყავთ, აღშფოთებულნი არიან მათი სარდლობის ამ გეგმების განხორციელების პერსპექტივით. ლუჰანსკის რეგიონში ვითარების კონტროლის გასაძლიერებლად, რუსები აწყობენ დამატებით საგუშაგოებს დეზერტირების იდენტიფიცირებისთვის და მათ დასაკავებლად", - ნათქვამია განცხადებაში.

რეგიონული ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ლუჰანსკის ოლქში სამხედრო პერსონალის რაოდენობა იზრდება და მტერი მუდმივად ავსებს ნაწილებს. ამასთან, ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ კრასნოესა და სემეიკინოს დასახლებულ პუნქტებში რუსები მშვიდობიან მოსახლეობას ასახლებენ, რუს ჯარისკაცებს კი მათ საცხოვრებელ ბინებში ათავსებენ.

გუშინ ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ლუჰანსკის ოლქში ამ დროისთვის 12 დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია.


close დახურვა