logo
ENG



უკრაინა: ომის დაწყებიდან რუსეთმა 23 500-მდე ჯარისკაცი დაკარგა

01 მაი 202212:05
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინა: ომის დაწყებიდან რუსეთმა 23 500-მდე ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 1 მაისამდე პერიოდში, რუსული მხარის დანაკარგი 23 500-მდე ჯარისკაცია.

უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 1 026 ტანკი, 2 471 ჯავშანტექნიკა, 451 საარტილერიო სისტემა, 151 სარაკეტო სისტემა და 80 საზენიტო საბრძოლო სისტემა გაანადგურეს. 

ამასთანავე, გენშტაბში აცხადებენ, რომ განადგურებულია რუსეთის 1792თვითმფრინავი, 155 ვერტმფრენი, 1 796 საავტომობილო ტექნიკა, 245 ​ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და 8 ერთეული გემი/ნავი.

 

close დახურვა