logo
ENG



უკრაინა: ომის დაწყებიდან რუსეთმა 24 500-მდე ჯარისკაცი დაკარგა

04 მაი 202214:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/04/xz9d26b456bvcwm.png

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 4 მაისამდე პერიოდში, რუსული მხარის დანაკარგი 24 500-მდე ჯარისკაცია.

უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 1 077 ტანკი, 2 610 ჯავშანტექნიკა, 491 საარტილერიო სისტემა, 163 სარაკეტო სისტემა და 81 საზენიტო საბრძოლო სისტემა გაანადგურეს. 

ამასთანავე, გენშტაბში აცხადებენ, რომ განადგურებულია რუსეთის 194 თვითმფრინავი, 155 ვერტმფრენი, 1 867 საავტომობილო ტექნიკა, 303 ​ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და 10 ერთეული გემი/ნავი.


close დახურვა