უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 22 მაისამდე პერიოდში, 29 050-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა.
უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 1 285 ტანკი, 3 141 ჯავშანტექნიკა, 599 საარტილერიო სისტემა, 201 სარაკეტო სისტემა და 93 საზენიტო საბრძოლო სისტემა გაანადგურეს.
ამასთანავე, გენშტაბში აცხადებენ, რომ განადგურებულია რუსეთის 204 თვითმფრინავი, 170 ვერტმფრენი, 2 194 საავტომობილო ტექნიკა, 470 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და 13 ერთეული გემი/ნავი.