logo
ENG



უკრაინა: ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა 21 200-მდე ჯარისკაცი დაკარგა

22 აპრ 202211:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/22/44f6bvfwvxtledm.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 22 აპრილამდე პერიოდში, რუსული მხარის დანაკარგი 21 200-მდე ჯარისკაცია.

უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 838 ტანკი, 2 162 ჯავშანტექნიკა, 397 საარტილერიო სისტემა, 138 სარაკეტო სისტემა და 67 საზენიტო საბრძოლო სისტემა გაანადგურეს. 

ამასთანავე, გენშტაბში აცხადებენ, რომ განადგურებულია რუსეთის 176 თვითმფრინავი, 153 ვერტმფრენი, 1 523  საავტომობილო ტექნიკა, 172 ​ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და 8 ერთეული გემი/ნავი.


close დახურვა