logo
ENG



უკრაინა ბელარუსთან საზღვარს აძლიერებს

19 დეკ 202222:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/19/3ld2g96jsfn5ip6.png
Anatolii Stepanov / AFP - Getty Images

უკრაინა ბელარუსთან საზღვარს აძლიერებს, ამ ქვეყნის ტერიტორიიდან რუსული ჯარების შესაძლო შეტევის ფონზე. ამის შესახებ  უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ევგენი ენინმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ ვაშენებთ თავდაცვით ხაზებს რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრის მთელ სიგრძეზე." - თქვა ენინმა.

რუსულმა თვითმფრინავებმა მორიგი მასიური თავდასხმა განახორციელეს კიევზე, რის დროსაც სერიოზულად დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა და უკრაინის დიდი ტერიტორიები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

”ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემის წყალობით, შევძელით ჩამოგვეგდოთ რუსული მხარის მიერ გაშვებული თვითმფრინავების 90%-მდე." - განაცხადა ენინმა და ასევე, თქვა, რომ ენერგეტიკოსებს უწევთ დღე-ღამის განმავლობაში ელექტროენერგიის აღსადგენად მუშაობა. 

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, მაგრამ პრობლემატურია, როცა ელექტროენერგია არ არის." - ამბობს ენინი. 


close დახურვა