logo
ENG



უკრაინა და კანადა რუსეთში უკანონოდ გადაყვანილი ბავშვების დასახმარებლად კოალიციას ქმნიან

02 თებ 202420:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/02/a1az57jjvmfz9ij.jpg

უკრაინა და კანადა რუსეთში უკანონოდ გადაყვანილი ბავშვების დასახმარებლად საერთაშორისო კოალიციას ქმნიან. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.

მელანი ჯოლი უკრაინაში მხარდაჭერის გამოსახატავად დღეს ჩავიდა. მან და უკრაინის პრეზიდენტმა სამხედრო დახმარება, მშვიდობის ფორმულის ერთობლივი რეალიზება და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების სისტემის განვითარება განიხილეს.

"ომის კიდევ ერთი რეალობა უკრაინელი ბავშვების ტრაგიკული და უკანონო გადაყვანაა რუსეთში. დაშორებული არიან საკუთარ ოჯახებს, სახლებს, მშობლიურ ენას. მათი დაბრუნების მნიშვნელობა არ შეიძლება სათანადოდ არ შეფასდეს.

სწორედ ამიტომ, იქმნება ახალი საერთაშორისო კოალიცია უკრაინელი ბავშვების სახლებში დასაბრუნებლად და იმისთვის, რომ შევძლოთ მათ მხარდასაჭერად მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან მუშაობა", - განაცხადა კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.


close დახურვა