logo
ENG



უკრაინა წითელ ჯვარს მიმართავს, დაღუპული რუსი სამხედროების ცხედრები სამშობლოში გადაასვენონ

26 თებ 202214:17
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშუკმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიმართა, რომ დაღუპული რუსი სამხედროების ცხედრები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე დაიღუპნენ, სამშობლოში გადაასვენონ.

"ჩვენ ვთხოვთ, წითელ ჯვარს, რომ რუსეთში რუსი ჯარისკაცების ცხედრების გადასვენებაში დახმარება გასწიოს. ეს ჰუმანიტარული მოთხოვნილებაა და ვითხოვთ გაკეთდეს ისე, რომ რუსი ოკუპანტების ცხედრებმა დატოვონ უკრაინა და გაემგზავრონ რუსეთში", - განაცხადა ვერეშუკმა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ განაცხადა, რომ საღამოს კიევში ამოქმედდება ცხელი ხაზი რუსი ჯარისკაცების ახლობლებისთვის, რომელთაც შეეძლებათ ინფორმაციის მიღება.

საომარი მოქმედებების დაწყებიდან სამი დღის თავზე რუსულ მხარეს დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. უკრაინაში ამტკიცებენ, რომ ამ ხნის განმავლობაში დაიღუპა 3 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი, ხოლო 200 ტყვედ აიყვანეს.


close დახურვა