logo
ENG



უკრაინა წითელ ჯვარს ოლენივკას ციხეში მისიის გასაგზავნად 3 დღეს აძლევს

14 ოქტ 202213:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/14/widb77svs3gtm7e.jpg

უკრაინა მოითხოვს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა 3 დღის ვადაში გაგზავნოს მისია ოკუპირებულ დონეცკში, ოლენივკას ციხის ტერიტორიაზე, სადაც რუსეთს უკრაინელი ომის პატიმრები ტყვედ ჰყავს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა ტვიტერზე დაწერა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ ჩასულა წითელი ჯვარი ამ დრომდე ოლენივკაში.

„მოცდის დრო არ არის, ვინაიდან ჩვენ ადამიანების სიცოცხლეზე ვსაუბრობთ. ჩვენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ვაძლევთ 3 დღეს, რომ გაგზავნონ მისია ოლენივკას იზოლატორში, სადაც უკრაინელი ომის პატიმრები ტყვედ ჰყავთ. ჩვენ ამგვარ პრინციპულ მოთხოვნას ვაყენებთ“ - განაცხადა ერმაკმა.

ივლისის ბოლოს რუსულმა ძალებმა ოლენივკაში არსებული წინასწარი დაკავების იზოლატორი დაბომბეს, რის შედეგადაც ტყვედ აყვანილი 50 უკრაინელი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა.

რუსეთმა კოლონიაზე თავდასხმაში უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა და განაცხადა რომ კიევი ოლენივკას თავს აშშ-სგან მიღებული HIMARS სარაკეტო სისტემებით დაესხა.

კიევის ცნობით, რუსეთის ჯარმა კოლონია საარტილერიო რაკეტებით დაბომბა, რათა უკრაინისთვის ომის დანაშაულები დაებრალებინა და ასევე დაეფარა რუსეთის მხრიდან ტყვედ აყვნილ უკრაინელებზე ძალადობისა და მათი მკვლელობების კვალი. 

29 ივლისს დონეცკში არსებულ ოლენივკას ციხეზე, სადაც რუსების მიერ ტყვედ აყვანილი უკრაინელი სამხედროები იყოფებოდნენ თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 53 უკრაინელი დაიღუპა, 75-ზე მეტი კი დაშავდა.

უკრაინული მედია აცხადებდა, რომ ოლენივკას ციხიდან გავრცელებული უახლესი ფოტოებიდან ჩანდა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ციხე შიგნიდან ააფეთქეს.

აზოვის პოლკის მეთაურების ცნობით, 6 ოქტომბერს ოლენივკაში, რუსმა ჯარისკაცებმა მორიგი ტერაქტი მოაწყვეს, რის შედეგადაც, სულ მცირე 41 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. 


close დახურვა