logo
ENG



უკრაინელი გამნაღმველები აზერბაიჯანში წვრთნას გაივლიან

11 აგვ 202311:59
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/11/7ac2wtjwgaz8pa2.jpeg

აზერბაიჯანის განაღმვითი ექსპერტები უკრაინის გამნაღმველებს მოამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

10 აგვისტოს კიევში გამართულ შეხვედრაზე აზერბაიჯანის ელჩმა უკრაინაში, სეიმურ მარდალიევმა და მისმა დელეგაციამ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მსგავსი სწავლების ორგანიზება უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ბოჰდან დრაპიატისთან განიხილა.

"ჩვენი გამოცდილება თქვენთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს. საუბარია არა მხოლოდ ეროვნულ შესაძლებლობებზე, არამედ საერთაშორისო მისიებზეც, რომლებშიც აზერბაიჯანი იყო ჩართული." - განაცხადა მარლადიევმა შეხვედრაზე.

გარდა წვრთნებისა, აზერბაიჯანული მხარე უკრაინას გამნაღმველ მანქანას გადასცემს.

ომის შედეგად უკრაინაში ნაღმებისა და სხვა ფეთქებადი ნივთიერებებისგან პოტენციურად დაბინძურებულია 174000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. ასევე "უკრაინის წყლების თითქმის 14000 კვადრატული კილომეტრის გასუფთავებაც საჭიროა." - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე.

აზერბაიჯანის მთავრობის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანმა უკრაინას 15 მილიონ ევროზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.

 


close დახურვა