logo
ENG



უკრაინელმა მესაზღვრეებმა ბახმუტთან რუსების შეტევა შეაჩერეს და მათი მეთაური მოკლეს

07 იან 202321:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/07/tq4znhgv349xowg.jpg

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, მესაზღვრეებმა ბახმუტის მახლობლად, ერთ-ერთი მიმართულებით რუსების ქვეითი ჯარის წინსვლა შეაჩერეს და მათი მეთაური მოკლეს. უწყება აცხადებს, რომ ამის შემდეგ, ოკუპანტებმა დაკარგეს კონტროლი დანაყოფზე და გაიქცნენ.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, 7 იანვარს რუსებმა დაკარგეს ვაგნერის 18 მებრძოლი, დაიჭრა 20-ზე მეტი.

6 იანვარს უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაში 2 საათის განმავლობაში ისმოდა. ერთ დღეში, ოკუპანტებმა ხერსონის ოლქს 39-ჯერ დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. ამით რუსეთმა თავისივე დადებული "ზავი" დაარღვია, რომლის ფარგლებშიც შობის დღეს ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო.

"საშობაო ზავის" დროს ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ბახმუტში საცხოვრებელ არეალზეც, რა დროსაც დაიღუპა 66 წლის კაცი და 61 წლის ქალი, 13-მა ადამიანმა კი ნაღმების აფეთქებებისა და ნამსხვრევების შედეგად დაზიანებები მიიღო. ამასთან, დაზიანდა და განადგურდა კერძო სახლები, საცხოვრებელი კორპუსები და სხვა ობიექტები.


close დახურვა