უკრაინის აღმოსავლეთით რკინიგზის სადგურზე ავიაიერიში განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სულ მცირე 100-მა დაზიანებები მიიღო.
რაკეტები ესროლეს დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის სადგურს. რკინიგზის კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სადგური მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის გამოიყენებოდა და მას ორი რუსული რაკეტა ესროლეს.
ოლქის გუბერნატორი, პაველ კირილენკო თავდასხმის დროს, სადგურზე ათასობით ადამიანი იყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამჯერადაც უარყოფენ რაიმე კავშირს თავდასხმასთან.