![2022/07/07/hhxa8827wfge9a2.jpg](/uploads_script3/articles/2022/07/07/hhxa8827wfge9a2.jpg)
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 347 ბავშვი დაიღუპა, 646-ზე მეტი კი დაშავდა.
ყველაზე მეტი - 347 ბავშვი დონეცკის რეგიონში დაზარალდა, ხარკივის ოლქში - 186.
"კიევის ოლქში - 116, ჩერნიგოვში - 68, ხერსონში - 52, ნიკოლაევში - 53, ლუგანსკში - 61, ზაპოროჟიეში - 31, სუმში - 17, ჟიტომირში - 15 და დედაქალაქში - 16", - აღნიშნულია პროკურორის ოფისის ინფორმაციაში.
რუსული ძალების დაბომბვის შედეგად 2 108 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, 215 კი მთლიანად განადგურდა.