logo
ENG



უკრაინის გენპროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 391 ბავშვი დაიღუპა

20 სექ 202212:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/20/yolmags03m9era3.jpg

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 391 ბავშვი დაიღუპა, 760-ზე მეტი კი დაშავდა. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ ყველაზე მეტად ბავშვები დონეცკის ოლქში დაშავდნენ.

  • დონეცკი - 397
  • ხარკივი - 219
  • კიევი - 116
  • მიკოლაივი - 72
  • ჩერნიგოვი - 68
  • ლუჰანსკი - 61
  • ხერსონი - 55
  • ზაპოროჟიე - 47
  • დნეპროპეტროვსკი - 26

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 2500 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, 289 კი მთლიანად განადგურდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა