უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 421 ბავშვი დაიღუპა, 790 კი დაშავდა. ამასთან, გენპროკურატურა აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ბავშვები დონეცკის ოლქში დაშავდნენ.
- დონეცკი - 405
- ხარკივი - 252
- კიევი - 116
- მიკოლაივი - 75
- ჩერნიგოვი - 68
- ლუჰანსკი - 64
- ხერსონი - 57
- ზაპოროჟიე - 54
- დნეპროპეტროვსკი - 30
ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 2608 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, 313 კი მთლიანად განადგურდა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.