უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 440 ბავშვი დაიღუპა, 849 კი დაშავდა. ამასთან, გენპროკურატურა აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ბავშვები დონეცკის ოლქში დაშავდნენ.
- დონეცკი - 424
- ხარკივი - 265
- კიევი - 117
- მიკოლაივი - 77
- ზაპოროჟიე - 76
- ხერსონი - 69
- ჩერნიგოვი - 68
- ლუჰანსკი - 64
- დნეპროპეტროვსკი - 32
ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 2719 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, 332 კი მთლიანად განადგურდა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.