logo
ENG



უკრაინის გენპროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, 429 ბავშვი დაიღუპა

21 ოქტ 202217:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/21/werka841tw3huxv.jpg

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 429 ბავშვი დაიღუპა, 817 კი დაშავდა. ამასთან, გენპროკურატურა აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ბავშვები დონეცკის ოლქში დაშავდნენ.

  • დონეცკი - 417
  • ხარკივი - 259
  • კიევი - 116
  • მიკოლაივი - 77
  • ზაპოროჟიე - 69
  • ჩერნიგოვი - 68
  • ლუჰანსკი - 64
  • ხერსონი - 57
  • დნეპროპეტროვსკი - 31

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 2663 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, 326 კი მთლიანად განადგურდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა