logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ბახმუტის მიმართულებით მტრის შეტევითი მოქმედებები წარუმატებელია

20 აგვ 202313:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/20/8gtdr1bft0nde8k.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით მტრის შეტევითი მოქმედებები წარუმატებელია.

"მტერი წარუმატებელ შეტევით ოპერაციებს ახორციელებს ბახმუტის მიმართულებით, კერძოდ, ბოგდანოვკას ჩრდილოეთით, დონეცკის ოლქის კლიშივკას ჩრდილოეთით და სამხრეთის რეგიონებში.

გასული დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა 5 სარაკეტო და 61 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. მტერთან 32 საბრძოლო შეტაკება მოხდა", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 257 470 ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან, გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა