უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 139 770 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 3290
- ჯავშანტექნიკა - 6507
- საარტილერიო სისტემა - 2303
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 466
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 236
- თვითმფრინავი - 298
- ვერტმფრენი - 286
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2011
- ფრთოსანი რაკეტა - 857
- გემი/ნავი - 18
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5161
- სპეცტექნიკა - 219
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.