უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 214 660 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 3909
- ჯავშანტექნიკა - 7607
- საარტილერიო სისტემა - 3717
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 600
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 362
- თვითმფრინავი - 314
- ვერტმფრენი - 299
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3263
- ფრთოსანი რაკეტა - 1176
- გემი/ნავი - 18
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 6428
- სპეცტექნიკა - 507
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.