![2023/06/19/9ze95wegrfungc6.jpg](/uploads_script3/articles/2023/06/19/9ze95wegrfungc6.jpg)
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 220 450 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 3989
- ჯავშანტექნიკა - 7735
- საარტილერიო სისტემა - 3865
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 610
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 370
- თვითმფრინავი - 314
- ვერტმფრენი - 305
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3383
- ფრთოსანი რაკეტა - 1211
- გემი/ნავი - 18
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 6613
- სპეცტექნიკა - 526
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.