![2023/06/25/p07yr0mtac7qz9a.jpg](/uploads_script3/articles/2023/06/25/p07yr0mtac7qz9a.jpg)
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 224 630 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 4030
- ჯავშანტექნიკა - 7806
- საარტილერიო სისტემა - 4034
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 624
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 385
- თვითმფრინავი - 314
- ვერტმფრენი - 308
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3472
- ფრთოსანი რაკეტა - 1259
- გემი/ნავი - 18
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 6667
- სპეცტექნიკა - 552
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.