logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 231 030 ჯარისკაცი დაკარგა

04 ივლ 202312:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/04/iehfh57nove5oec.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 231 030 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 4059
  • ჯავშანტექნიკა - 7908
  • საარტილერიო სისტემა - 4252
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 647
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 394
  • თვითმფრინავი - 315
  • ვერტმფრენი - 309
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3602
  • ფრთოსანი რაკეტა - 1264
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 6843
  • სპეცტექნიკა - 590

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა