უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 236 590 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 4097
- ჯავშანტექნიკა - 8008
- საარტილერიო სისტემა - 4449
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 680
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 423
- თვითმფრინავი - 315
- ვერტმფრენი - 310
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3783
- ფრთოსანი რაკეტა - 1273
- გემი/ნავი - 18
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 7019
- სპეცტექნიკა - 662
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.