უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 237 680 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 4107
- ჯავშანტექნიკა - 8026
- საარტილერიო სისტემა - 4481
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 681
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 425
- თვითმფრინავი - 315
- ვერტმფრენი - 310
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3820
- ფრთოსანი რაკეტა - 1273
- გემი/ნავი - 18
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 7044
- სპეცტექნიკა - 666
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.