უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 249 700 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 4237
- ჯავშანტექნიკა - 8262
- საარტილერიო სისტემა - 4965
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 705
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 466
- თვითმფრინავი - 315
- ვერტმფრენი - 311
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 4126
- ფრთოსანი რაკეტა - 1359
- გემი/ნავი - 18
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 7441
- სპეცტექნიკა - 734
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.