უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 274 470 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 4638
- ჯავშანტექნიკა - 8883
- საარტილერიო სისტემა - 6137
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 781
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 528
- თვითმფრინავი - 315
- ვერტმფრენი - 316
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 4850
- ფრთოსანი რაკეტა - 1479
- გემი/ნავი - 20
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 8670
- სპეცტექნიკა - 911
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.