უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 279 080 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 4717
- ჯავშანტექნიკა - 9000
- საარტილერიო სისტემა - 6525
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 801
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 540
- თვითმფრინავი - 316
- ვერტმფრენი - 316
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 5061
- ფრთოსანი რაკეტა - 1529
- გემი/ნავი - 20
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 8909
- სპეცტექნიკა - 938
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.