უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 45 400 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 1919
- ჯავშანტექნიკა - 4230
- საარტილერიო სისტემა - 1032
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 266
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 145
- თვითმფრინავი - 234
- ვერტმფრენი - 198
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 815
- ფრთოსანი რაკეტა - 194
- გემი/ნავი - 15
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 3149
- სპეცტექნიკა - 99
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.