უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 47 100 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 350 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.
მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს.
მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს:
- 1947 ტანკს,
- 4269 ჯავშანმანქანას,
- 1060 საარტილერიო სისტემას,
- 279 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას,
- 149 საჰაერო თავდაცვის სისტემას,
- 234 თვითმფრინავს,
- 203 ვერტმფრენს,
- 3188 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს,
- 828 უპილოტო საფრენ აპარატს,
- 101 ერთეულ სპეცტექნიკას,
- 196 ფრთოსან რაკეტას.