უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 53 650 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 2180
- ჯავშანტექნიკა - 4665
- საარტილერიო სისტემა - 1290
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 311
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 167
- თვითმფრინავი - 246
- ვერტმფრენი - 215
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 908
- ფრთოსანი რაკეტა - 233
- გემი/ნავი - 15
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 3501
- სპეცტექნიკა - 120
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.