უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 54 650 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 2212
- ჯავშანტექნიკა - 4720
- საარტილერიო სისტემა - 1313
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 312
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 168
- თვითმფრინავი - 251
- ვერტმფრენი - 217
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 920
- ფრთოსანი რაკეტა - 238
- გემი/ნავი - 15
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 3581
- სპეცტექნიკა - 125
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.