უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთმა უკრაინაში 60 800 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 2424
- ჯავშანტექნიკა - 5018
- საარტილერიო სისტემა - 1407
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 340
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 177
- თვითმფრინავი - 266
- ვერტმფრენი - 228
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1028
- ფრთოსანი რაკეტა - 246
- გემი/ნავი - 15
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 3823
- სპეცტექნიკა - 131
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.