უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 82 080 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 2861
- ჯავშანტექნიკა - 5773
- საარტილერიო სისტემა - 1850
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 393
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 208
- თვითმფრინავი - 278
- ვერტმფრენი - 261
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1511
- ფრთოსანი რაკეტა - 399
- გემი/ნავი - 16
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4351
- სპეცტექნიკა - 160
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.