logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: რუსეთი აზოვსტალზე შეტევას აგრძელებს

08 მაი 202211:10
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინის გენშტაბი: რუსეთი აზოვსტალზე შეტევას აგრძელებს

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ჯარები აგრძელებენ უკრაინული შენაერთებზე თავდასხმას - კვლავ ბომბავენ აზოვსტალის ქარხანას. 

"მტერი აგრძელებს ჩვენი დანაყოფების ბლოკირებას აზოვსტალის ქარხანაში, საარტილერიო და სატანკო ცეცხლით აგრძელებს თავდასხმას. ასევე, რუსეთი აგრძელებს თავისი ჯარისკაცებისთვის იარაღის, სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალის, საწვავის და საპოხი მასალების მიწოდებას". - აცხადებს უკრაინის გენშტაბი. 

7 მაისს აზოვსტალიდან იქ მყოფი მოქალაქეებს ევაკუაცია სრულად განხორციელდა. ქარხანაში, რომელიც ერთადერთია, რომელსაც უკრაინული მხარე მარიუპოლში აკონტროლებს, უკრაინელი ჯარისკაცები რჩებიან - აზოვის ბატალიონი და 36-ე ქვეითი სამხედრო ბრიგადა. 


close დახურვა