უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსი სამხედროების რაოდენობა ლუჰანსკის ოლქში იზრდება.
"ქალაქ ლუჰანსკში რუსული ჯარების საოკუპაციო შენაერთების რაოდენობა იზრდება. ლუჰანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე კრასნოესა და სემეიკინოს დასახლებებში მტერი პერსონალს ათავსებს მიტოვებულ შენობებში და იძულებით ასახლებს სამოქალაქო მოსახლეობას სახლებიდან სხვა დასახლებებში", - ნათქვამია განცხადებაში.
გენშტაბის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა 2 სარაკეტო და 12 საჰაერო დარტყმა განახორციელეს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. რუსი ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ქალაქ სვიატოგორსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 83 880 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.