logo
ENG



უკრაინის დაზვერვა: რუსეთი მალე ირანული დრონების ახალ პარტიას მიიღებს

06 თებ 202316:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/06/lgzrzfsc9e70a7i.jpg

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, რუსეთი მალე ირანული დრონების ახალ პარტიას მიიღებს.

"რაც შეეხება უპილოტო თვითმფრინავებს, რუსეთის ფედერაციას ნამდვილად აქვს პრობლემები არსენალთან, მათ შორის თვითმფრინავებთან დაკავშირებით. დღეისათვის მათ გამოიყენეს დაახლოებით 660 Shahed, კონტრაქტი 1750 ერთეულს ითვალისწინებს. ასევე დროს სჭირდება მათ მიწოდებას და მომზადებას.

ჩვენი ინფორმაციით, ისინი [რუსები] კიდევ ერთ პარტიას მიიღებენ - დრონების რაოდენობას დავაზუსტებთ", - თქვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა.

სკიბიცკის თქმით, მანამდე ირანმა რუსეთის ფედერაციას დრონების პარტია მიაწოდა, რომელიც 250-300 ერთეულისგან შედგებოდა.

14 სექტემბერს, ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ზრდიდა.

ბრიტანეთის უწყების თქმით, რუსეთი, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რამდენიმე ათეული ირანული დრონი უკვე გაანადგურეს. თუმცა ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს და აცხადებს, რომ "ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს".


close დახურვა