უკრაინის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი სტუდენტების მასობრივი მობილიზაციისთვის ემზადება.
"რუსეთში მიიღება ზომები მობილიზაციის მორიგი ტალღის უზრუნველსაყოფად. ამჟამად, აქტიურად იქმნება შესაძლებლობები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების მასობრივი მობილიზაციის უზრუნველსაყოფად. ამისთვის იქმნება ე.წ. "გაფრთხილების სადგურები", რომლებიც სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურებს სრულყოფილ გამოძახებებში დაეხმარება", - ნათქვამია განცხადებაში.
დაზვერვის თქმით, სავარაუდოდ, მობილიზაცია 1 აპრილამდე - საგაზაფხულო გაწვევის დაწყებამდე განხორციელდება. ამასთან, უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, გაწვევის დაწყება, შესაძლოა, გადაიდოს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია. 31 ოქტომბერს კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მობილიზაცია დასრულდა.