logo
ENG



უკრაინის დაზვერვა: რუსეთმა 4-5 თვეში, შეიძლება დაიწყოს შეტევა

02 იან 202314:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/02/x5chtou8l9w9qnr.png

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის ანდრეი ჩენიაკის განცხადებით, რუსეთმა უახლოეს 4-5 თვეში, შეიძლება დაიწყოს შეტევა ჩრდილოეთიდან ან აღმოსავლეთიდან.

ჩერნიაკის თქმით, რუსები ხვდებიან რომ აგებენ, თუმცა ომის დასრულებას არ გეგმავენ, ამიტომ შეტევის განხორციელებას ეცდებიან.

"უკრაინული დაზვერვის შეფასებით, მომდევნო 4-5 თვეში რუსულმა ჯარმა შესაძლოა კიდევ 70 000-მდე სამხედრო დაკარგოს. და ასეთი დანაკარგისთვის ოკუპანტი ქვეყნის ხელმძღვანელობა მზად არის", - აღნიშნა მან.

ჩერნიაკი დარწმუნებულია, რომ რუსები შეეცდებიან შეინარჩუნონ სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ ყირიმში და დაიპყრონ დონეცკის მთელი რეგიონი.


close დახურვა