უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს თბილისში მსვლელობა გაიმართება. ხვალ პროცესი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება პარლამენტის შენობასთან დასრულდება. რუსთაველზე საზოგადოებას სიტყვით გამომსვლელები მიმართავენ. ამ აქციით თბილისი უერთდება საერთაშორისო კამპანიას, რომელშიც 24 ქვეყანა მონაწილეობს. ხვალვე დაგეგმილია კიდევ ერთი ღონისძიება - მედიასაშუალებებს საერთო ეთერი ექნებათ - დოჟდი - რიგიდან, ტვ 3 - რიგა, ფორმულა - თბილისი.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღის მარში
23 აგვ 202220:16
3 წუთის საკითხავი