logo
ENG



უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: IAEA-მ ატომური სადგურის დემილიტარიზაცია უნდა მოითხოვოს

02 სექ 202213:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/02/t692j0756ma90nk.png
Alexander Ermochenko/Reuters

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, ჰერმან ჰალუშენკომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს [IAEA] მოუწოდა, დაჟინებით მოითხოვოს, რომ სამხედრო ძალის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან გაყვანა. 

"IAEA-ს მისიამ უნდა განაცხადოს, რომ სამხედროების ყოფნა, იარაღის არსებობა სადგურზე რეალური საფრთხეა ბირთვული უსაფრთხოებისთვის. ეს აშკარაა".- ამბობსს ჰალუშენკო.

მისი განცხადებით, დელეგაცია ატომურ სადგურზე 3დან 4 დღემდე იქნება.  

უკრაინაში, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს [IAEA] ექსპერტთა ჯგუფი უკრაინაში 29 აგვისტოს გაემგზავრა. მისიას სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი ავრცელებს.

რუს სამხედროებს ზაპოროჟიას ატომურ ელექტროსადგურზე, ბოლო კვირებია, აქტიური იერიში მიაქვთ. გრძელდება სროლები და დაბომბვა.

პარალელურად კი რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებს და უკრაინულ მხარეს ბრალს სდებს, რომ ისინი დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღს სწორედ ზაპოროჟიას ბირთვულ სადგურზე თავდასხმისთვის იყენებენ.

რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური სადგური რუსეთში შეჭრის საწყის ეტაპზე დაიკავა.

ბირთვული სადგური ჯერაც ოპერირებს უკრაინელი თანამშრომლებით და რუსეთის კონტროლქვეშ.

თუმცა, როგორც რაფაელ გროსი ამბობს, შეწყვეტილია აღჭურვილობის და სათადარიგო მიწოდების ჯაჭვი.

"ასევე აქ იყო ბევრი ბირთვული მასალა, რომელსაც IAEA-ს მიერ შემოწმება სჭირდება". - აცხადებს გროსი.


close დახურვა