logo
ENG



უკრაინის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, რუსებს უკრაინის 14 მერი ჰყავთ გატაცებული

25 მარ 202219:45
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, რუსებს უკრაინის 14 მერი ჰყავთ გატაცებული

უკრაინის ვიცე-პრემიერი და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი, ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ რუსულ ძალებს  ჯამში უკრაინის 14 მერი ჰყავთ გატაცებული.

ვერეშჩუკი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციას ტყვეების გაცვლა მხოლოდ თანასწორობის პრინციპით სურს.

„აქ რუსეთი ითხოვს პარიტეტს, ისინი ამბობენ, რომ საზღვრის მცველებს საზღვრის მცველებშივე გაცვლიან, მეზღვაურებს მეზღვაურებში. მე ლოგიკური კითხვა მიჩნდება: ვის გავუცვლით მერების სანაცვლოდ, როცა რუსეთს უკვე 14 [მერი] ჰყავს მძევლად აყვანილი? ამ დროისთვის ჩვენ ამ საკითხის საერთაშორისო დონეზე გადაჭრაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა ვერეშჩუკმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 მარტს უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს. პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით ეს ტყვეების პირველი სრულფასოვანი გაცვლაა, რომლის შედეგადაც უკრაინამ 19 მეზღვაური დაიბრუნა.

 

close დახურვა