logo
ENG



უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს

24 მარ 202219:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/24/gnoji1w01mq547p.jpg

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს. პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით ეს პირველი სრულფასოვანი ტყვეების გაცვლაა.

ვიცეპრემიერის ირინა ვერესჩუკის თქმით, დღეს რუსეთს კიდევ 11 სამოქალაქო მეზღვაური გადასცეს, რომლებიც უკრაინამ ოდესასთან რუსული გემის ჩაძირვის შემდეგ გადაარჩინა.

"ამ გაცვლის შედეგად, უკრაინაში ბრუნდება გემ საფვირის 19 სამოქალაქო მეზღვაური, რომელიც ოკუპანტებმა კუნძულ ზმეინიდან გაიტაცეს. ისინი კუნძულ ზმეინიზე მყოფი სამხედროების გადასარჩენად გაუშვეს. გაცვლის ფარგლებში უკრაინას ასევე დაუბრუნდება თვითონ გემიც, რომელსაც თურქეთში გაგზავნიან", - წერს ვერესჩუკი.


close დახურვა