logo
ENG



უკრაინის თავდაცვის მინისტრი: რუსეთი გრძელვადიანი ომისთვის ემზადება

18 მაი 202201:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/18/zhk5h0v3pqakuqs.jpeg

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ამბობს, რომ რუსეთი გრძელვადიანი ომისთვის ემზადება. ამის შესახებ რეზნიკოვი Facebook-ზე წერს.

"მრავალი თვალსაზრისით, რუსეთი ემზადება გრძელვადიანი სამხედრო ოპერაციისთვის. ომი გადადის გაჭიანურებულ ფაზაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ხერსონის რეგიონში, ასევე ზაპოროჟიეს ოლქში დამპყრობლები აქტიურად ახორციელებენ საინჟინრო და საფორტიფიკაციო სამუშაოებს იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში თავდაცვაზე გადავიდნენ", - თქვა რეზნიკოვმა.

რეზნიკოვი აღნიშნავს, რომ უკრაინის საზღვართან ბელარუსი სამხედროები აქტიურ მანევრებს ახორციელებენ, რაც უკრაინის ჯარს იძულებულს ხდის, მოახდინოს რეზერვების მობილიზება იმ შემთხვევისთვის, თუ მოსკოვი მინსკს უკრაინაში შეჭრას აიძულებს.

"ამის გათვალისწინებით, ჩვენ გვინდა მტრის დამარცხება და ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება უმოკლეს ვადაში. არ უნდა მივცეთ რუსეთს გააჭიანუროს კონფლიქტი. ამიტომ, ჩვენ დაინტერესებული ვართ მივიღოთ საერთაშორისო დახმარება, ვიყიდოთ  საჭირო რაოდენობის იარაღი მაქსიმალურად სწრაფად", - ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრი. 


close დახურვა