რუსეთის რეგიონებზე კვლავ მასშტაბური შეტევა იყო - უკრაინული დრონების სამიზნე ისევ ენერგეტიკული ობიექტებია.
რუსეთის როსტოვის ოლქში მდებარე ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში იერიშის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ქარხანა თავდასხმის სამიზნე ბოლო ერთ კვირაში უკვე მეორედ გახდა.
ნოვოშახტინსკის ქარხანა რუსეთის სამხრეთში ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია. ის დიზელს და მაზუთს აწარმოებს და "ტრანსნეფტის" მაგისტრალური ნავთობსადენების ქსელს უკავშირდება.
გარდა ამისა, ვრცელდება ცნობა, რომ თავდასხმა განხორციელდა სამარის ოლქში მდებარე ნავთობის ობიექტზე, კერძოდ საწარმო-სადისპეტჩერო სადგურზე, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისა და ექსპორტის თვალსაზრისით.
დრონებით თავდასხმის საფრთხის ფონზე შეზღუდვები დაწესდა მოსკოვის - ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტებში
